About Us

    საიტი rakursi.ge შეიქმნა 2020 წელს და ემსახურება ფოტოგრაფების წახალისებას. ცხადდება კონკრეტულ თემებზე ფოტოკონკურსები, მომხმარებლები ტვირთავენ თემის შესაბამის ფოტოებს, შემდეგ მიმდინარეობს ხმის მიცემა და გამარჯვებულებს გადაეცემათ შესაბამისი საჩუქრები : )
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ, 16 წელს გადაცილებულ ადამიანს. (+18 კონკურსებში მხოლოდ 18 წელს გადაცილებულს ბუნებრივია)
მონაწილეობა თავისუფალია, აუცილებელია მხოლოდ შესაბამისი კონკურსის პირობების დაკმაყოფილება!


რეგისტრაცია

რეგისტრაცია (შემდეგ უკვე "ლოგინი") ხდება facebook-ის მეშვეობით, თითოეულ მომხმარებელს შეუძლია ქონდეს მხოლოდ ერთი პროფილი !

მომხმარებლები

მომხმარებელს შესაბამისი მიღწევებით უგროვდება ქულები და ემატებათ დონე (როგორ გროვდება ქულები და რისთვისაა საჭირო მაღალი დონე იხილეთ ქვემოთ)

ფოტოების ატვირთვა

ფოტოს ატვირთვა შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს, შესაბამის კონკურსში ღილაკზე "მონაწილეობის მიღება" დაჭერით. (დასრულებულ კონკურსებში ბუნებრივია ფოტოებს ვეღარ ატვირთავთ)

ფოტოს არჩევის შემდეგ აუცილებელია მიუთითოთ ფოტოს სათაური და კამერის ან მობილურის მოდელი, რომლითაც გადაღებულია ფოტო, დანარჩენი პარამეტრები ავტომატურად ივსება, თუმცა აუცილებელი არ არის. (აგრეთვე შეგიძლიათ მიუთითოთ ფოტოს რომელ კუთხეში განთავსდეს საიტის ჭვირნიშანი (watermark) : )

თითოეულ მომხმარებელს შეუძლია კონკრეტულ კონკურსში 1-დან 5 ფოტომდე ატვირთვა. (დონედან გამომდინარე)

თითოეულ ატვირთულ ფოტოზე თქვენ მიიღებთ 1 ქულას.

გაითვალისწინეთ ნებადართულია მხოლოდ საკუთარი გადაღებული ფოტოების ატვირთვა !

ხმის მიცემა

კონკურსის გამოცხადებიდან გარკვეული დროის შემდეგ შესაძლებელი ხდება უკვე ფოტოების შეფასება. შესაბამის კონკურსში ღილაკზე "ხმის მიცემა" დაჭერით იხსნება ახალი ფანჯარა, სადაც გამოჩნდება ორი შემთხვევითი ფოტო კონკურსიდან, ბუნებრივია თქვენ უნდა აირჩიოთ ის რომელიც უფრო მოგწონთ : )

თუ ვერ გადაწყვიტავთ რომელი ფოტო უფრო მოგწონთ, შეგიძლიათ დააჭიროთ "ორივე" და თუ ისე მოხდა რომ არცერთი ფოტო არ მოგეწონათ : ( დააჭერთ "არცერთი"

50 ფოტოს შეფასების შემდეგ თქვენ მიიღებთ 1 ქულას.

გამარჯვებული

ბუნებრივია იმარჯვებს ის ფოტო რომელიც მეტ ხმას დააგროვებს (თანაბარი ხმების შემთხვევაში გამარჯვებულად ჩაითვლება ის ფოტო რომელიც უფრო ადრეა ატვირთული), გამარჯვებული ფოტოს ავტორს მოეთხოვება სრულყოფილად ქონდეს ინფორმაცია შევსებული პროფილში და კონკურსის დასრულებიდან 10 დღის მანძილზე ჩაერიცხება მითითებულ ანგარიშზე შესაბამისი თანხა.
ასევე პირველ 10 ადგილზე გასულ მომხმარებლებს ერიცხებათ შესაბამისი რაოდენობის ქულები:

ადგილი ქულა
1 100
2 75
3 60
4 50
5 41
6 33
7 26
8 20
9 15
10 11
ქულები და წოდებები
დონე ქულა ფოტოს ლიმიტი ხმების რაოდენობა
LVL-0 0 1 1
LVL-1 100 2 2
LVL-2 300 2 3
LVL-3 650 3 4
LVL-4 1 200 3 5
LVL-5 2 000 3 7
LVL-6 3 300 4 10
LVL-7 5 400 4 15
LVL-8 8 000 5 20
LVL-9 13 000 5 30

 


ნებისმიერი შენიშვნა და იდეა საიტთან დაკავშირებით გთხოვთ მოგვწეროთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე
თქვენი აზრი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია

თუ შემთხვევით რომელიმე თქვენგანს გაუჩნდება სურვილი დაგვეხმაროს და ეს ყველაფერი რაც ზემოთ წერია გვითარგმნოს რუსულად ან ინგლისურად ძალიან გაგვიხარდება, პრინციპში უფრო გაუხარდებათ ჩვენს არაქართველ მომხმარებლებს : )