ჩვენს შესახებ

rakursi.ge შეიქმნა 2020 წელს და ემსახურება ფოტოგრაფების წახალისებას. 


რეგისტრაცია

რეგისტრაცია ხდება facebook-ის მეშვეობით. თითოეულ მომხმარებელს შეუძლია ჰქონდეს მხოლოდ ერთი პროფილი !

მომხმარებლები

მომხმარებელს შესაბამისი მიღწევებით უგროვდება ქულები და ემატებათ დონე (როგორ გროვდება ქულები და რისთვისაა საჭირო მაღალი დონე იხილეთ ქვემოთ).

ფოტოების ატვირთვა

ფოტოს ატვირთვა შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს, შესაბამის კონკურსში ღილაკზე "მონაწილეობის მიღება" დაჭერით (დასრულებულ კონკურსებში ბუნებრივია ფოტოებს ვეღარ ატვირთავთ).

ფოტოს არჩევის შემდეგ აუცილებელია მიუთითოთ ფოტოს სათაური და კამერის ან მობილურის მოდელი, რომლითაც გადაღებულია ფოტო, დანარჩენი პარამეტრები ავტომატურად ივსება, თუმცა აუცილებელი არ არის (აგრეთვე შეგიძლიათ მიუთითოთ ფოტოს რომელ კუთხეში განთავსდეს საიტის ჭვირნიშანი (watermark).

თითოეულ მომხმარებელს შეუძლია კონკრეტულ კონკურსში 1-დან 5 ფოტომდე ატვირთვა (დონედან გამომდინარე).

თითოეულ ატვირთულ ფოტოზე თქვენ მიიღებთ 1 ქულას.

გაითვალისწინეთ ნებადართულია მხოლოდ საკუთარი გადაღებული ფოტოების ატვირთვა !

ხმის მიცემა

კონკურსის გამოცხადებიდან გარკვეული დროის შემდეგ შესაძლებელი ხდება უკვე ფოტოების შეფასება. შესაბამის კონკურსში ღილაკზე "ხმის მიცემა" დაჭერით იხსნება ახალი ფანჯარა, სადაც გამოჩნდება ორი შემთხვევითი ფოტო კონკურსიდან, ბუნებრივია თქვენ უნდა აირჩიოთ ის რომელიც უფრო მოგწონთ.

თუ ვერ გადაწყვიტავთ რომელი ფოტო უფრო მოგწონთ, შეგიძლიათ დააჭიროთ "ორივე" და თუ ისე მოხდა რომ არცერთი ფოტო არ მოგეწონათ, დააჭერთ "არცერთი".

50 ფოტოს შეფასების შემდეგ თქვენ მიიღებთ 1 ქულას.

გამარჯვებული

2020 წლის 10 მაისიდან, გამარჯვებულ ფოტოს გამოავლენს ჟიური. გამარჯვებული ფოტოს ავტორს მოეთხოვება სრულყოფილად ქონდეს ინფორმაცია შევსებული პროფილში და კონკურსის დასრულებიდან 10 დღის მანძილზე ჩაერიცხება მითითებულ ანგარიშზე შესაბამისი თანხა.
ასევე პირველ 10 ადგილზე გასულ მომხმარებლებს ერიცხებათ შესაბამისი რაოდენობის ქულები:

ადგილი ქულა
1 100
2 75
3 60
4 50
5 41
6 33
7 26
8 20
9 15
10 11
ქულები და წოდებები
დონე ქულა ფოტოს ლიმიტი ხმების რაოდენობა
LVL-0 0 1 1
LVL-1 100 2 2
LVL-2 300 2 4
LVL-3 650 3 7
LVL-4 1 200 3 11
LVL-5 2 000 3 15
LVL-6 3 300 4 20
LVL-7 5 400 4 25
LVL-8 8 000 5 30
LVL-9 13 000 5 40

მაგალითად: თუ თქვენ გაქვთ დაგროვილი 400 ქულა, ეს ნიშნავს რომ თქვენ ხართ LVL-2 (650 დაგროვების შემდეგ გახდებით 3); ერთ კონკურსში შეგიძლიათ მაქსიმუმ 2 ფოტოს ატვირთვა და ხმის მიცემისას თქვენს მოწონებულ ფოტოს მიენიჭება 4 ხმა.


ნებისმიერი შენიშვნა და იდეა საიტთან დაკავშირებით გთხოვთ მოგვწეროთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე
თქვენი აზრი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია

თუ შემთხვევით რომელიმე თქვენგანს გაუჩნდება სურვილი დაგვეხმაროს და ეს ყველაფერი რაც ზემოთ წერია გვითარგმნოს რუსულად ან ინგლისურად ძალიან გაგვიხარდება - პრინციპში, უფრო გაუხარდებათ ჩვენს არაქართველ მომხმარებლებს : )