შეიძლება ყველა გზა რომში მიდიოდეს, მაგრამ მე ზუსტად ვიცი ერთი, რომელმაც შეიძლება გამარჯვებამდე მიგიყვანოს : )
გადაბრუნდა ურემი და გზა გამოჩნდა? დიდხანს ნუ დააყოვნებ - გადაუღე ფოტო, ატვირთე ჩვენთან, დააგროვე ყველაზე მეტი მოწონება და მიიღე ფულადი ჯილდო.
გათამაშების პირობები ძალიან მარტივია: ფოტოზე, რომელსაც ჩვენს საკონკურსო გვერდზე ატვირთავ, გზა უნდა იყოს გამოსახული. გზასთან ერთად შენ იქნები, ჩამავალი მზე, კავკასიონის მთები, მანქანა თუ საყვარელი ადამიანი - მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია,ფოტო შენი გადაღებული იყოს.
გისურვებთ წარმატებას
ხმის მიცემა დაიწყება 29 იანვარს 18:00 საათზე და დასრულდება 12 თებერვალს..
პირველი ადგილი - 150 ₾