წესები

სამომხმარებლო ხელშეკრულება

  1. წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინთა მნიშვნელობა:
    1. საიტი (ვებგვერდი) - ინტერნეტ რესურსი: https://rakursi.ge/
    2. რეგისტრირებული მომხმარებელი - ფიზიკური პირი, რომელიც “facebook”-ის მეშვეობით დარეგისტრირებულია და სარგებლობს მითითებული ვებგვერდით;
    3. პროფილი (მომხმარებლის ანგარიში) - მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე ხელით ან ავტომატურად შეყვანილი ინფორმაცია (მათ შორის, სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა, პირადი და ანგარიშის ნომრები);
    4. კონკურსი - საუკეთესო ფოტოს ავტორის გამოვლენის მიზნით წარმართული შეჯიბრი;
    5. კონკურსში მონაწილე (კონკურსანტი) - ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც რეგისტრირებულია ვებგვერდზე და რომელსაც კონკურსში მონაწილეობის დროს უკვე შეუსრულდა 14 წელი, რიგ საგამონაკლისო შემთხვევაში (თუკი კონკურსის შინაარსიდან გამომდინარე ამაზე მკაფიოდ არის მითითებული) ფიზიკური პირი, რომელსაც უკვე შეუსრულდა 18 წელი;
    6. კონკურსის გამარჯვებული - ცალკეული თემატიკის ფარგლებში მითითებული წესებისა და პირობების დაცვით საუკეთესო შედეგის მქონე კონკურსანტი, რომელსაც გადეცემა წინასწარ განსაზღვრული პრიზი.
    7. პრიზი - ვებგვერდზე წინასწარ გამოცხადებული ჯილდო ცალკეული თემატიკის კონკურსისთვის, რომელსაც შესაბამისი წესით მიიღებს კონკურსის გამარჯვებული (გამარჯვებულები);
    8. საიტის ადმინისტრაცია - სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილი პირები, რომლებიც ახორციელებენ საიტის რესურსების მართვას და მომსახურებას უწევენ რეგისტრირებულ მომხმარებელს საიტის გამოყენების ფარგლებში (შემდეგში ასევე „მხარე“);
    9. ხელშეკრულება - საიტის ადმინისტრაციასა და რეგისტრირებულ მომხმარებელს შორის ელექტრონული ფორმით დადებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს ზოგად და კონკრეტულ დებულებებს და რომლის დადებაზე ნების გამოვლენაც რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ, მისი შინაარსის გაცნობის შემდგომ ხდება ელექტრონულად, ხოლო საიტის ადმინისტრაციის მიერ მბოჭავი ნება გამოვლენილია წინასწარ. ელექტრონულად ნების გამოვლენა ავტომატურად უთანაბრდება რეგისტრირებული მომხმარებლის ხელმოწერას და იგი იბოჭება მის მიერ მოცემული ფორმით გამოვლენილი ნებით;
  2. ხელშეკრულების საგანი
    1. წინამდებარე ხელშეკრულებით წესრიგდება საიტის ადმინისტრაციასა და რეგისტრირებულ მომხმარებლებს, კონკურსანტს (მათ შორის, კონკურსის გამარჯვებულს) შორის ვებგვერდით სარგებლობის დროსა და შემდეგში კონკურსის გამარჯვებულისთვის (გამარჯვებულებისთვის) ჯილდოს გადაცემის დროს წარმოშობილი ურთიერთობები.
  3. ზოგადი დებულებები
    1. ხელშეკრულების მოქმედების ვადა - განისაზღვრება საიტზე რეგისტრაციიდან, რითაც პირი ეთანხმება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებსა და დებულებებს, ელექტრონულად ავლენს მბოჭავ ნებას.
    2. კონკურსის პირობები - კონკურსის პირობების თანახმად, თითოეულ კონკურსანტს ერთ კატეგორიაში მხოლოდ ერთი ფოტოს წარდგენა შეეძლება, თუმცა მათ შესაძლებლობა ექნებათ, ნამუშევრები სხვადასხვა კატეგორიაში დაარეგისტრირონ; კონკურსანტების მიერ ფოტოსურათების ატვირთვა გაგრძელდება ხმის მიცემის დაწყებამდე;
    3. პრიზის მიღების წესი - პრიზის მიღება შეეძლება კონკურსის წესებისა და პირობების მიზნებისთვის საუკეთესო შედეგის მქონე სრულწლოვან პირს ან არასრულწლოვანი პირის წარმომადგენელს; კონკურსში გამარჯვებულს ეცნობება ხმის მიღების დასრულების შემდეგ გონივრულ ვადაში მითითებულ ელ-ფოსტაზე ან ტელეფონის ნომერზე, აღნიშნული შეტყობინების მიღების დადასტურება იქნება სავალდებულო იმავე საშუალებით; შეტყობინების დადასტურების შემდეგ გამარჯვებული მითითებულ საბანკო ანგარიშზე მიიღეებს პრიზს არაუმეტეს 10 კალენდარული დღის განმავლობაში;
    4. ცალკეული კატეგორიის კონკურსისთვის შესაბამისი პრიზი შესაძლებელია გაუქმდეს ხმის მიცემის დაწყებამდე, რისი მიზეზიც შეიძლება გახდეს, მათ შორის და არა მარტო, მონაწილეთა მხირდან ცალკეული კონკურსით არასაკმარისი დაინტერესება, რეგისტრირებულ მომხმარებელთათვის, მათ შორის, კონკურსანტებისთვის ამის შესახებ ცნობილი გახდება იმავე საშუალებით, რითაც უშუალოდ პრიზის საჯაროდ დაპირება, მითითებული იქნება კონკრეტული კონკურსის პირობებში ვებგვერდზე.
      1. თავად ცალკეული კონკურსი შესაძლებელია თავად შეიცავდეს მითითებას მისი გაუქმების შესახებ; საეჭვოობისას ივარაუდება, რომ დაპირება გაუქმებულია, თუ შესაბამისი მოქმედება საიტის ადმინისტრაციამ არ განახორციელა;
    5. თუ ხელშეკრულების რომელიმე მხარეს მიადგა ზიანი მეორე მხარის ბრალეული ქმედების ან ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ის უფლებამოსილია მოითხოვოს დანაკარგის ანაზღაურება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
      1. მხარეებს არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, თუკი ეს გამოწვეულია ფორს-მაჟორული ვითარები გამო, რომლის წინასწარ განზრახვა, აცილება ან მასზე ზემოქმედება შეუძლებელი იყო და არ არის დაკავშირებული შეცდომასთან, დაუდევრობასთან ან წინასწარ განზრახულ ქმედებასთან. ფორს-მაჟორულ ვითარებაში მხარემ წერილობითი შეტყობინება უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს;
      2. მხარეს ასევე არ დაეკისრება პასუხისმგებლობა თუკი ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია მეორე მხარის ბრალეული მოქმედებით;
    6. ვებგვერდის ადმინისტრაციისგან ყოველი შეტყობინება იგზავნება ელექტრონული ფოსტით (info@rakursi.ge), რომლის მიღების დადასტურება იქნება სავალდებულო და ჩაითვლება სათანადო შეტყობინებად.
  4. ვებგვერდის მომსახურება და მისით სარგებლობის წესები და პირობები
    1. ვებგვერდი წარმოადგენს დამოუკიდებელ ონლაინ პლატფორმას, რომელიც ეკუთვნის შპს “კუ”-ს, საიდენტიფიკაციო კოდი: 405295121;
    2. საიტზე რეგისტრაცია და ფოტოსურათის განთავსება არის უფასო. რეგისტრაცია არის წინაპირობა იმის, რომ რეგისტრირებულ მომხმარებელს მიეცეს საიტზე წვდომისა და მისი მომსახურებით სარგებლობის უფლება;
    3. საიტზე რეგისტრაციის წესი - საიტზე შესვლა შესაძლებელია facebook-ის ანგარიშით, შემდეგში ვებგვერდით სრულყოფილად სარგებლობის მიზნით, რეგისტრირებულ მომხმარებელს შეუძლია მიუთითოს ინფორმაცია მომხმარებლის ანგარიშში. ამ დროს პირი ადასტურებს, რომ მის მიერ საიტის ადმინისტრაციისთვის წარმოდგენილი ინფორმაცია არის ზუსტი, ვებგვერდის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ განზრახ არასწორი/არაზუსტი ინფორმაციის წარდგენით დამდგარ ზიანზე;
    4. თუკი ვებგვერდზე შემოთავაზებული იქნება სარეკლამო ბანერები, კომერციული შინაარსის ვიზუალური კონტენტი ან ბმულები, რომლებიც დაკავშირებულია მესამე პირების ვებგვერდებთან, აღნიშნული არ იგულისხმებს, რომ ვებგვერდის ადმინისტრაცია რეკომენდაციას უწევს ამ ვებგვერდებს ან/და კომერციული კონტენტს ან მათი მეშვეობით შემოთავაზებულ პროდუქტებს, მომსახურებებს ან ინფორმაციას. ამ ბმულების ან/და კომერციული კონტენტის გამოყენებისას რეგისტრირებული მომხმარებელი მოქმედებს მხოლოდ მისი რისკით და ადმინისტრაცია არ იღებს არანაირ ვალდებულებას ან პასუხისმგებლობას ამ ვებგვერდების ან/და კომერციული კონტენტის შემცველობაზე, გამოყენებაზე ან ხელმისაწვდომობაზე;
    5. ფოტოს ატვირთვა ავტომატურად გულისხმობს კონკურსში მონაწილეობას. საიტი უფლებამოსილებას იტოვებს, არ განიხილოს ფოტო, რომელიც არ შეესაბამება ცალკეული კატეგორიის თემატიკას, წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებულ წესებსა და პირობებს, ასევე ზოგად მორალურ და ეთიკურ პრინციპებს.
  5. მხარეთა უფლება-მოვალეობები
    1. საიტის ადმინისტრაცია უფლებამოსილია:
      1. გადაამოწმოს რეგისტრირებული მომხმარებლის იდენტობის ნამდვილობა;
      2. წესებისა და პირობების უხეშად დარღვევის შემთხვევაში შეაჩეროს მომხმარებლის აქტიური პროფილი;
      3. საავტორო უფლების დარღვევის შემთხვევაში იმოქმედოს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
      4. კონკურსში მონაწილეობის უფლება შეუჩეროს ძალადობრივი, პორნოგრაფიული ან/და სხვა შინაარსის მქონე ფოტოსურათის ავტორებს;
      5. კონკურსში მონაწილეობის უფლება შეუზღუდოს თემატიკას აცდენილ ფოტოსურათების ავტორებს;
    2. საიტის ადმინისტრაცია ვალდებულია:
      1. რეგისტრირებულ მომხმარებლებს მიაწოდოს ზუსტი და დროული ინფომრაცია კონკურსთან დაკავშირებით;
      2. რეგისტრირებულ მომხმარებლებს, მათ შორის, კონკურსანტებს მიაწოდოს ზუსტი და დროული ინფორმაცია ცვლილებების შესახებ მითითებული ელ-ფოსტის საშუალებით ან ასეთი ცვლილების შესახებ გამოაქვეყნოს ვებგვერდზე;
      3. კონკურსის პირობებში გამარჯვებულ რეგისტრირებულ მომხმარებელს (მომხმარებლებს) გადასცეს წინასწარ განსაზღვრული პრიზი მითითებულ ანგარიშზე არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში;
      4. იმოქმედოს კეთილსინდისიერად.
    3. რეგისტრირებული მომხმარებლის უფლებაა:
      1. ისარგებლოს ვებგვერდით, მათ შორის, გააზიაროს და მოიწონოს ცალკეულ კონკურსებში ფოტოსურათები;
      2. ვებგვერდზე მის მიერ მითითებული ინფორმაცია (პირადი ნომერი, მობილურის ნომერი და ანგარიშის ნომერი) იყოს კონფიდენციალური და არ გადაეცეს ამაზე თანხმობის გარეშე მესამე პირებს;
    4. რეგისტრირებული მომხმარებელი ვალდებულია:
      1. რეგისტრირებულ მომხმარებელს ეკისრება ვალდებულება დაიცვას საავტორო უფლებები;
      2. საიტის რეგისტრირებული მომხმარებელი თანახმაა, რომ რეგისტრაციის გავლის შემდეგ, მის ელ. ფოსტაზე და მობილურ ტელეფონზე საიტის ადმინისტრაციის მიერ შესაძლებელია გაიგზავნოს წერილები და შეტყობინებები, მათ შორის, სარეკლამო ხასიათის, თუკი ასეთ ნებას გამოხატავს რეგისტრირებული მომხმარებელი;
      3. ხელშეკრულების და მისი პირობების შესაბამისად რეგისტრირებული მომხმარებელი იღებს ვალდებულებას ჯეროვნად და კეთილსინისიერად განახორციელოს შეთანხმებაში მოცემული პირობები კონკურსში მონაწილეობის შესახებ.
    5. კონკურსანტის (მათ შორის კონკურსის გამარჯვებულის) უფლებაა:
      1. ვებგვერდზე გამოცხადებულ თითოეულ კონკურსში წარადგინოს მის მიერ გადაღებული ფოტოსურათი, ხოლო თუკი უკვე შეუსრულდა 18 წელი, მათ შორის, ისეთ კონკურსშიც მიიღოს მონაწილეობა, სადაც შინაარსიდან გამომდინარე მკაფიოდ მითითებულია, რომ კონკურსანტები უნდა იყვნენ 18 წლის ან მეტის;
      2. თუკი კონკურსანტი ჩათვლის, რომ მისი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი საიტის მიერ გამოყენებულია იმგვარად, რომ ხდება უფლების ხელყოფა, მისი უფლებაა დაიცას უფლება მოლაპრაკების, მედიაციის, არბიტრაჟისა თუ სასამართლოს წესით;
      3. ცალკეული თემატიკის კონკურსში მითითებული წესებისა და პირობების დაცვით საუკეთესო შედეგის მიღების შემთხვევაში, ეცნობოს კონკურსში გამარჯვების შესახებ და გადაეცეს მითითებულ ანგარიშის ნომერზე წინასწარ განსაზღვრული პრიზი არაუგვიანეს 10 დღის ვადაში.
    6. კონკურსანტის (მათ შორის კონკურსის გამარჯვებულის) ვალდებულებაა:
      1. კონკურსში წარდგენილი თითოეულ ფოტო იყოს თავისი გადაღებული;
      2. გადასცეს საიტის ადმინისტრაციას ფოტოსურათის იმგვარად გამოყენების უფლება, რომ კონკურსის დამთავრების შემდეგაც ფოტოსურათი არ წაიშალოს და ვებგვერდის მომხმარებლებმა კვლავ შეძლოს ფოტოსურათების დათვალიერება და გაზიარება;
      3. სურვილის შემთხვევაში, ხოლო გამარჯვებისას აუცილებლად მიუთითოს ზუსტი ინფორმაცია (სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა, პირადი და ანგარიშის ნომრები).
  6. კონფიდენციალურობა და ინფორმაციის მიწოდება
    1. საიტის რეგისტრირებული მომხმარებლის ინფორმაცია (როგორიც შეიძლება იყოს: სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, ანგარიშის ნომერი, ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტა) კონფიდენციალურია;
    2. ვებგვერდის ადმინისტრაციის მიერ მიწოდებული ყველა სახის ინფორმაცია, დოკუმენტი ან/და სხვა ცნობა, ითვლება კონფიდენციალურად და ,,მხარეთა’’ წინასწარი შეთანხმების გარეშე დაუშვებელია გადაეცეს მესამე პირს;
    3. პირადი ინფორმაციის განთავსება, ამ უკანასკნელის დაცვა და უსაფრთხოება ეკისრება როგორც რეგისტრირებულ მომხმარებელს, ისე ვებგვერდის ადმინისტრაციას; დავის შემთხვევაში ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის უნდა გადანაწილდეს.
  7. ინტელექტუალური საკუთრება
    1. საიტზე განთავსებული ფოტოსურათები და ნებისმიერი შემცველობა (კონტენტი), საქართველოში მოქმედი საავტორო და ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ნორმების შესაბამისად, დაცულია ინტელექტუალური საკუთრების უფლებებით (საავტორო უფლებები), აკრძალულია ამ საიტის შემცველობის უნებართვოდ მთლიანად ან ნაწილობრივ გამოქვეყნება, რეპროდუცირება, გადაცემა ან შენახვა ან/და ნებისმიერ ისეთი ქმედების განხორციელება, რაც გამოიწვევს საავტორო უფლებების დარღვევას;
    2. კონკურსში მონაწილე თითოეულ ფოტოზე საავტორო უფლება უნდა ეკუთვნოდეს კონკურსანტს. თუკი საიტის ადმინისტრაციის მიმართ წამოყენებული იქნება რაიმე პრეტენზია მის უფლებასთან (როგორც ქონებრივ, ასევე არაქონებრივ, საავტორო და მომიჯნავე) დაკავშირებით, პასუხისმგებლობის გადაკისრება მოხდება ფოტოს ვებგვერდზე გამომქვეყნებელ რეგისტრირებულ მომხმარებელზე, რომელსაც წინამდებარე ხელშეკრულებით ევალება ფლობდეს მოწოდებულ კონტენტზე საავტორო უფლებებს;
    3. კონკურსანტი მონაწილეობის მიღებით გამოხატავს თანხმობას და ვებგვერდის ადმინისტრაციას გადასცემს უფლებას, კონკურსში რეგისტრირებული ფოტო შემდეგში არ წაიშალოს, რათა ვებგვერდის მომხმარებლებს და ადმინისტრაციას კვლავ შეეძლოთ, კონკურის დამთავრების შემდეგაც, ფოტოსურათების დათვალიერება და მათი გაზიარება;
    4. თუ რეგისტრირებული მომხმარებელი თვლის, რომ მისი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი საიტის ადმინისტრაციის მიერ გამოყენებულია იმგვარად, რომ ასეთი გამოყენება, შესაძლოა, ჩაითვალოს საავტორო უფლების ხელყოფად, რეგისტრირებულ მომხმარებელს უფლება აქვს ასეთი ფაქტის შესახებ წერილობითი შეტყობინებით დაუკავშირდეს საიტის ადმინისტრაციას და მიაწოდოს ინფორმაცია, სადაც აღწერს საავტორო უფლების დარღვევის ხასიათს და მიაწვდის ინფორმაციას საავტორო უფლების ობიექტზე და მის ავტორზე;
    5. საიტის ადმინისტრაცია წერილობით შეტყობინებას განიხილავს 10 კალენდარული დღის განმავლობაში და აცნობებს მხარეს თავისი გადაწყვეტილების შესახებ წერილობით; თუკი რეგისტრირებული მომხმარებელი კვლავ ჩათვლის საკუთარი უფლებას დარღვეულად, მხარეს უფლება აქვს გამოიყენოს წინამდებარე ხელშეკრულების მე-8 მუხლით გათვალისწინებული დავის გადაწყვეტის ალტერნატიული წესი.
  8. დავების განხილვის და გადაწყვეტის წესი
    1. მოლაპარაკებით - ხელშეკრულებიდან გამომდინარე თითოეული დავა გადაიჭრება მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმებით; ინდივიდუალური დავა უნდა გადაწყდეს მხარეთა შორის შემათანხმებელი პროცედურებით, რაც გულისხმობს რეგისტრირებულ მომხმარებელსა და ვებგვერდის ადმინისტრაციას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვას;
      1. დავის არსებობისას, მოლაპარაკების პროცესში მხარე მეორე მხარეს უგზავნის წერილობით შეტყობინებას, რომელშიც ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული დავის წარმოშობის საფუძველი და მხარის მოთხოვნები;
      2. მეორე მხარე ვალდებულია წერილობითი შეტყობინება განიხილოს და თავისი გადაწყვეტილება წერილობით აცნობოს მხარეს შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში. თუკი მითითებულ წერილობით შეტყობინებაზე პასუხით შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული, მხარეს უფლება აქვს, მიმართოს მედიაციას, არბიტრაჟს ან სასამართლოს;
    2. მედიაციით - იმ შემთხვევაში, თუკი მხარეები ვერ თანხმდებიან მოლაპარაკებით, შესაძლებელია დავა გადაწყდეს მედიაციით, სადაც ჩართული იქნება ნეიტრალური და კვალიფიციური მესამე მხარე, რომელიც დაეხმარება მხარეებს, მიიღონ ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება;
    3. არბიტრაჟით - იმ შემთხვევაში, თუკი მხარეები ვერ თანხმდებიან მოლაპარაკებით, შესაძლებელია დავა გადაწყდეს კერძო პროცედურით, არბიტრაჟით, სადაც დავა გადაეცემა ერთ ან მეტ არბიტრს, რომელთაც გამოაქვთ სავალდებულო გადაწყვეტილება;
    4. სასამართლოში - იმ შემთხევაში, თუკი მხარეები ვერ შეთანხმდებიან მოლაპარაკებით, დავა შეიძლება განიხილოს სასამართლომ. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საპროცესო ხარჯები დაეკისრება მხარეს, რომელსაც სასამართლო გაამტყუნებს.
  9. დასკვნითი დებულებები
    1. თუ წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე მუხლი ან დებულება ბათილად იქნება ცნობილი, ეს არ მოახდენს მთლიან ხელშეკრულებაზე გავლენას;
    2. ამ ხელშეკრულებისა და საქართველოს მოქმედი კანონდმდებლობის შეუსაბამობის შემთხვევაში, მოქმედებს ეს უკანასკნელი;
    3. ხელშეკრულებაში ცვლილება შეიძლება შევიდეს საიტის ადმინისტრაციის ინიციატივით, რის შესახებაც რეგისტრირებულ მომხმარებელს ეცნობება ელ-ფოსტის მეშვეობით წერილობით წინასწარ;
    4. რეგისტრირებულ მომხმარებელს არ აქვს უფლება, გადასცეს მესამე პირს თავისი უფლებები და მოვალეობები მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
    5. რეგისტრირებული მომხმარებელი ელექტრონულად ნების გამოვლენით, რომელიც უთანაბრდება ავტომატურად ხელმოწერას, ადასტურებს, რომ მისთვის აღნიშნული ხელშეკრულება არ შეიცავს ბუნდოვან დებულებებს და ეთანხმება ხელშეკრულების პირობებს.